ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“უფროსი ძმები არიან და ეკუთვნით ალბათ” – ხუხაშვილი რუსებზე

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში ახალ პოსტს აქვეყნებს.

პოსტი ამ დღეებში რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოში შეძენილ უძრავ ქონებას ეხება.

„გუშინდელ სტატისტიკა რუსეთის მოქალაქეების მხრიდან უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ აქტივობასთან დაკავშირებით უამრავ რისკს შეიცავს. ახლა ამაზე არ ვისაუბრებ, ვრცელი საუბრის თემაა.
მხოლოდ ერთ კითხვას დავსვამ:
ჩვენ ქონების გადასახადს ვიხდით წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით.
რადგან ამ რუსებს საქართველოში შემოსავალი არ მიუღიათ, ე.ი. ქონების გადასახადსაც არ იხდიან, ანუ ეს უზარმაზარი უძრავი ქონება ამოვარდნილია საგადასახადო სფეროდან. თავი რომ დავანებოთ იმას, რომ ფულს ათეთრებენ.
შეგახსენებთ, რომ ავტო-დარღვევებზეც არაფერს არ იხდიან.
ანუ, უფროსი ძმები არიან და ეკუთვნით ალბათ… “

შეგახსენებთ, საჯარო რეესტრის ინფორმაციით „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით, 01.01.2022-09.09.2022 წწ. პერიოდისთვის, 4 390 უძრავ ნივთზე დარეგისტრირდა რუსეთის ფედერაციის 3 771 მოქალაქის საკუთრების უფლება.

2022 წლის 9 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოს მასშტაბით, 13 850 მიწის ნაკვეთზე (მონაცემი მოიცავს მიწის ნაკვეთებს როგორც შენობა-ნაგებობით, ისე მის გარეშე) რეგისტრირებულია რუსეთის ფედერაციის 10 975 მოქალაქის საკუთრების უფლება.

გარდა ამისა, რუსეთის ფედერაციის 12 335 მოქალაქის უფლება რეგისტრირებულია 15 164 შენობა-ნაგებობის ერთეულ ობიექტზე, საიდანაც 13 262 წარმოადგენს საცხოვრებელ ბინა/ერთეულს, რომელზეც რეგისტრირებულია რუსეთის ფედერაციის 11 722 მოქალაქის საკუთრების უფლება. რაც შეეხება კომერციული ფართის რაოდენობას – 93 კომერციულ ფართზე რეგისტრირებულია რუსეთის ფედერაციის 73 მოქალაქის საკუთრების უფლება.

ზემოაღნიშნული ინფორმაცია მოძიებულია სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ ელექტრონული და მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში პირადი/პასპორტის ნომრით რეგისტრირებული უძრავი ნივთების მიხედვით“ .

იტვირთბა....