„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ლევან ხაბეიშვილმა მედიასთან მასა და შსს-ის ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის კავშირზე ისაუბრა.
ხაბეიშვილმა დაადასტურა, რომ მას მერაბიშვილი მხარს უჭერს.
„ჩემი საყრდენი არჩევნებში და ზოგადადაც არიან „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები, ის ადამიანები, რომელებიც წლების განმავლობაში არიან შეურაცხყოფის, ტერორის ქვეშ და არ დანებდნენ. დიახ, ლევან ვარშალომიძე და მისი გუნდი მიჭერს ღიად მხარს. დიახ, ვანო მერაბიშვილი თუ სადმე ჩადის და თუ ვინმეს ამობილიზებს იმის გამო, რომ ჩვენ გენერალური ბრძოლა გვაქვს რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ და ამაზე შიშები აქვს „ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს, დაე, ეშინოდეთ. ვაპირებ გავაღვიძო ყველა მიძინებული ადამიანი, რომელსაც უნდა ამ ქვეყნის კეთილდღეობა, თუმცა ოპოზიციიდან გამომდინარე, რუსი ოლიგარქიდან გამომდინარე, საღათას ძილით მიაძინეს, ჩააგდეს ნიჰილიზმში. როცა რამეს ვლაპარაკობთ ფარულობაზე, არ ვიცი ეს ადამიანი ფოტოებს იღებს და სოციალური ქსელით ავრცელებს, მეტი საჯაროობა რა უნდა იყოს არ ვიცი, სამივლინებოს ხო არ გამოწერს, ან სამსახურში უნდა მივიდეს სადმე? თქვენ იცით, რომ რამე ოთახი აქვს და იქ უნდა გამოცხადდეს? თუ ფიქრობთ, რომ ადამიანებს ვინმემ უნდა აუკრძალოს გადაადგილება, ან სადმე თუ წავა სამივლინებო ბარათები უნდა გამოწეროს? მე ვწუხვარ ამის გამო (რურუას პოსტზეა საუბარი) , თუ პირადი დაპირისპირება აქვს მას ვინმესთან და ასეთ განცხადებებს აკეთებს. კითხეთ გიორგის“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.
შგახსენებთ, გიორგი რურუამ სოციალური ქსელით ღიად დაუჭირა მხარი ნიკა მელიას და აღნიშნა, რომ მერაბიშვილი უცხოელ პარტნიორებთან ომის დაწყებას პრეზიდენტ სააკაშვილს აბრალებდა.

