ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში ახალ პოსტს აქვეყნებს.
„პატრულირების 2000 დღე…
2000 დღის წინ დავიწყეთ და დღემდე არ გავჩერებულვართ.
მაგრამ დადგება დღე და გავჩერდებით. რა თქმა უნდა გავჩერდებით.
გავჩერდებით, როდესაც დავბრუნდებით ცხინვალში, სოხუმში და…ლესელიძეში…
ძალა ერთობაშია.
ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი“ , – წერს ქაცარავა.

