ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გამოდიხართ თუ არა დანაშაულებრივი კორპორაციიდან? – ნათელაშვილი ოპოზიციას მიმართავს

პარლამენტში შეპარულო ოპოზიციავ, გამოდიხართ თუ არა დანაშაულებრივი კორპორაციიდან? – ,,ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი კოლეგებს მიმართავს და საკანონმდებლო ორგანოს დაუყონებლივ დატოვებისკენ მოუწოდებს.

შალვა ნათელაშვილი ასევე ევროკავშირს მოუწოდებს, წაიყვანოს საქართველოდან საფრანგეთის მოქალაქეობის მქონე ივანიშვილი.

ივანიშვილის პირადმა ე.წ ოთხეულმა დღეს ფაქტიურად დაანონსა ექს-პრეზიდენტის მკვლელობა ციხეში. ოლიგარქი მანამდე გააგრძელებს პუტინის ინსტრუქციათა შესაბამისად საქართველოს ნგრევას, სანამ ჰააგაში სპეციალური ტრიბუნალი არ შეიქმნება და არ იქნება დაპატიმრებული საერთაშორისო ორდერით.

მეგობრებო ევროპა–ამერიკიდან, სად იყურებით? რაღას ელოდებით? როგორც მოიყვანეთ, ისე წაიყვანეთ ეგ თქვენი საფრანგეთის—მოქალაქობა ნაყიდი ტრანსკონტინენტალური ბოროტმოქმედი.

პარლამენტში შეპარულო ოპოზიციავ, გამოდიხართ თუ არა დანაშაულებრივი კორპორაციიდან, რასაც ეგ ორგანო წარმოადგენს? მაშინ თქვენ მაინც რას ელოდებით? – წერს შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში.

იტვირთბა....