“დნიპროზე მიტანილი სარაკეტო იერიში არის რუსეთის მორიგი მცდელობა, ხელში ჩაიგდოს ინიციატივა ომში” – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული თავდასხმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციას ექვემდებარება.
ეს აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ დაჩქარდეს უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდების შესახებ გადაწყვეტილებების მიღება. ამ მიმართულებით კარგი მაგალითი გვაქვს დიდი ბრიტანეთისგან. გამოცხადდა თავდაცვის დახმარების ახალი პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს ზუსტად იმას, რაც ჩვენ გვჭირდება. ეს არის ტანკები, სხვა ჯავშანტექნიკა და არტილერია”- აღნიშნა ზელენსკიმ.