ავსტრალიის ღია პირველობის ჩოგბურთის ტურნირზე რუსეთისა და ბელარუსის დროშები აიკრძალა.
ორგანიზატორებმა ეს გადაწყვეტილება მიიღეს მას შემდეგ, რაც რუსმა გულშემატკივრებმა რუსეთის დროშა უკრაინელი კატერინა ბაინდლისა და რუს კამილა რახიმოვას შორის მატჩის დროს გამოაჩინეს.
“ეს ძალიან სახიფათოა, ომი გრძელდება. ბიჭები ძალიან ახლოს იყვნენ მოთამაშეებთან, ვგრძნობდი დაშინების ელემენტებს”, – უთხრა ერთ-ერთმა უკრაინელმა გულშემატკივარმა ადგილობრივ გამოცემას.

