ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„მაგნიტსკის ციხეში წამებით ამოხადეს სული, სააკაშვილი 9 თვეა, ლუქს პალატაში მკურნალობს” – ნიკოლოზ სამხარაძე

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე სააკაშვილის სიის საკითხს გამოხმაურა.

მისი თქმით, სერგეი მაგნიტსკისა და მიხეილ სააკაშვილს არაფერი აქვთ საერთო ერთმანეთთან.

“ეს არის მორიგი პიარსვლა, რადგან როგორც მაგნიტსკის და სააკაშვილს არაფერი აქვთ საერთო ერთმანეთთან, ასევე ამ სიებს არაფერი აქვთ საერთო ერთმანეთთან. მაგნიტსკი იყო რუსი ადვოკატი, რომელსაც რუსულ ციხეში წამებით ამოხადეს სული. შეადარეთ ახლა ეს მდგომარეობა და სააკაშვილის მდგომარეობა, რომელიც უკვე ცხრა თვეა, ლუქს პალატაში მკურნალობს. არანაირი შედარება მათ შორის არ შეიძლება, შესაბამისად, ამ სიას არანაირი პერსპექტივა არ აქვს. ეს უბრალოდ პოლიტიკური თამაშია წინასაარჩევნოდ, ვგულისხობ მათ შიდაპარტიულ არჩევნებს, რომ მათ საკუთარი ამომრჩევლის გული მოიგონ” , – განაცხადა სამხარაძემ.

იტვირთბა....