„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში ახალ პოსტს აქვეყნებს.
ის „ლიბერთი ბანკს“ უკავშირდება.
„აი მსოფლიოში არნახული დიქტატურა. ამ წუთში გამოვედი ლიბერთი ბანკიდან სადაც გახლდით საბანკო ბარათის განახლებაზე და მგონია რომ ბოლშევიკურ უშიშროებაში ვიყავი დაკითხვაზე. ცენტრალური ოფისის მითითებით შემავსებინეს პოლიტიკურად აქტიური პირის დოსიე, რაც მსოფლიო საბანკო პრაქტიკას არ ახსოვს მათ შორის ფაშისტურ გერმანიაშიც კი. სად ბანკი სად პოლიტაქტიურობა. აი რა იცის ჭორვილურმა დიქტატურამ და კიდევ იმან რომ პენსიონერთა მთავარ მძარცველად ამ ბანკის შეფად დანიშნულია ვირთხა მილიარდერი რუხაძე რომელიც იმავდროულად ტრლეკომპანია იმედის ხელმძღვანელია და წამლავს ისტორიას. ვფიქრობ ასეთ ბანკთან რომელიც ფაქტიურად სპეცსამსახურია არ შეიძლება ჰქონდეს მსოფლიო საფინანსო დაწესებულებეს კავშირი და ის უნდა დასანქცირდეს ხოლო პენსიები უნდა გასცეს სპეციალურმა საპენსიო ბანკმა ყოველგვარ დაკითხვებისა და პროცენტიანი არაადამიანური სასესხო პროცენტების გარეშე. საბანკო ფილიალის ძალიან სანდომიან თანამშრომლებს თემქაზე ბოდიშს ვუხდი, რომ ჩემს გამო ასეთი პრობლემები შეექმნათ“ .

