კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა ბრიტანეთის მიერ უკრაინისთვის ტანჯების შესაძლო გადაცემასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.
მისი თქმით, ეს ტანკები ადგილზე ვითარებას ვერ შეცვლის და ისინი დაიწვება.
„ისინი უკრაინას თავიანთი ანტირუსული მიზნების მიღწევის საშუალებად იყენებენ. ეს ტანკები იწვის და დაიწვება ისევე, როგორც დანარჩენი”, – განაცხადა პესკოვმა.