ახალი ამბები ბიზნესი მთავარი საზოგადოება

ნოვაცია: უფასო WiFi სამარშრუტო ტაქსებში

 

თბილისელები სამარშრუტო ტაქსებში უფასო Wi-Fi-ით სარგებლობას 4 მარტიდან შეძლებენ. როგორც კომპანია WiFisher-ის დამფუძნებელი ნოდარ ივანიძე აცხადებს, პირველ ეტაპზე უფასო ინტერნეტის სისტემით დაახლოებით 14 მიკროავტობუსი აღიჭურვება. ამის შესახებ ინფორმაციას “ბიზნესკონტაქტი” ავრცელებს.

“WiFisher-ი სტარტაპია, რომელიც საქართველოს ბაზრისთვის ინოვაციური სარეკლამო ხაზის შეთავაზების მიზნით, 5 თვის წინ შეიქმნა. სანამ მომხმარებელი ინტერნეტს დაუკავშირდება, ეკრანზე ჩნდება სარეკლამო ბანერი. ეს კარგი შესაძლებლობაა კომპანიებისთვის ინტერნეტით განათავსონ Wi-Fi რეკლამა”. – აცხადებს ნოდარ ივანიძე.

WiFisher-ის დამფუძნებელი ამბობს, რომ კომპანია მოლაპარაკებებს აწარმოებს “სილქნეტთან”, რათა უფასო ინტერნეტით სარგებლობა სკვერებშიც გახდეს შესაძლებელი. მისი თქმით, უკაბელო ინტერნეტის სისტემა ამ დროისთვის თბილისში 70 ადგილას, გუდაურში და ბაკურიანშია განთავსებული.

 

იტვირთბა....