უკრაინაში მებრძოლი ქართველი ჯარისკაცი, ვანო ნადირაძე სოციალურ ქსელში ახალ პოსტს აქვეყნებს.
„თუ დასავლეთმა უკრაინის დახმარება უფრო გაზარდა ,უკრაინას აქვს ადამიანური რესურსი კიდევ დამატებით ნახევარ მილიონამდე ადამიანის გამოყვანის ფრონტზე.
მაგრამ საქმე მაგაშიც არაა უკრაინას უკვე ჰყავს არმია რომელიც უკვე წარმატებით ბრძოლობს ათი თვის განმავლობაში.
უკრაინამ ამ ათ თვეში უკვე გაზარდა ოფიცრების ახალი თაობა , რომლებიც უკვე მართავენ ჯარებს.
უკრაინას ჰყავს არმია რომელიც ათი თვის განმვალობაში გადის სწავლებას დასავლეთის პარტნიორების დახმარებით, მარტო ბრიტანეთმა მოუმზადა ათი ათასი სახმელეთო ჯარების სპეციალისტი.
უკრაინის არმია დღეს დღეობით ერთ ერთი საუკეთესოა მსოფლიოში კვალიფიკაციით და გამოცდილებით.
რუსეთმა კი დამარხა თავის ჯერ კიევთან ბრძოლის დროს და შემდეგ ზაფხულის შეტევების დროს ოფიცერთა ძალიან დიდი რესურსი, როდესაც ტაქტიკური წარმატებები გაცვალა ფაქტიურად სტრატეგიულ რესურსზე და დახარჯა, რომელსაც ძალიან დიდი ხანი ვერ შეავსებს. აქედან გამომდინარე მათ დარჩათ ერთადერთი გზა ,როგორმე გაწელოს ომი და გააჯანჯლოს იმის იმედად რომ დასავლეთი დაიღალოს დახმარებით და უკრაინა აღმოჩნდეს ერთი ერთზე რუსეთის წინააღმდეგ, ისენი ესეთ შემთხვევაში ფიქრობენ რომ უფრო გამძლეები არის.
ამიტომ უახლოეს ორ თვეში უკრაინას სასწრაფოდ და გადაუდებლად ჭირდება ერთი კარგად მომზადებული და საკმაოდ დიდ მონაკვეთზე კონტრშეტევის განხორციელება.ისეთის როგორიც განხორციელდა ხარკოვის ოლქში , რისი შესაძლებლობაც შეიარღების მხრივ ზუსტად ამ პერიოდისთვის ექნება. ელემენტარულად ოცმა ჰაიმერსმა როგორ შეცვალა ფრონტზე ომის ვითარება და ეხლა რასაც მიიღებს უკრაინა ეს უკვე სულ სხვა ,დიდი დონის დახმარებაა . უკრაინა ესეთი დიდი კონტშეტევით რუსეთს დააკარგვინებს ფაქტიურად უკვე ბრძოლის უნარიანობას, რაც მთლიანად ომის წარმატებით დასრულების მომტანი გახდება.
დიდება უკრაინას, დიდება საქართველო“ , – წერს ნადირაძე.