ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სააგენტოსთვის, რომელიც ჯერ არ დაფუძნებულა, გორის მერიამ ახალი მანქანები იყიდა

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ჯერ არ დაფუძნებული სააგენტოსთვის ახალი ავტომობილები იყიდა. საუბარია მუნიციპალური ინსპექციის ა(ა)იპ-ზე, რომლის დაფუძნებაზე თანხმობა საკრებულომ მერიას გასულ წელს მისცა, – ინფორმაციას რეგიონული მედია“მოზაიკა” ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით საერთო ჯამში ​5 ავტომობილისთვის 260 000 ლარამდე დაიხარჯა. როგორც გორის მუნიციპალიტეტის საფინანსო სამსახურის ხელმძღვანელი დალი ტლაშაძემ განმარტა, აღნიშნული ავტომობილებისთვის თანხა გასულ წელს იყო გათვალისწინებული.

“5 ავტომობილის ღირებულება 260 ათასამდეა, ამ ავტომობილებისთვის თანხა 2022 წელსაც იყო და რადგან კონტრაქტი უკვე განხორციელდა, ავსახეთ 2023 წლის ბიუჯეტში” ამბობს დალი ტლაშაძე. 

იტვირთბა....