ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“თუ ეს ხარვეზები არ გამოსწორდება, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება არჩევნების ლეგიტიმურობა!” – გიორგი მუმლაძე

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობის კანდიდატი, გიორგი მუმლაძე, სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და წერს:
“ძალიან ბევრი შეტყობინება მომდის, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობის არჩევნებისთვის, ხმის მიცემის რეგისტრაციის პროგრამა გამართულად არ მუშაობს და აქვს ძალიან დიდი შეფერხებები!
ეს არის ძალიან სამწუხარო ფაქტი, რადგან დიდი დრო ჰქონდა კომისიას, ნორმალური პროგრამის შესამუშავებლად!
უახლოეს საათებში, თუ ეს ხარვეზები არ გამოსწორდება, დიდ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება არჩევნების სანდოობის საკითხი, შესაბამისად კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება პროცესის ლეგიტიმურობის საკითხი სრულად!”
ცნობისთვის, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ასარჩევად, ამომრჩეველთა რეგისტრაციის პროცესი დაიწყო.  მოქალაქეებს დარეგისტრირება მთავარი ოპოზიციური პარტიის ოფიციალურ ვებგვერდზე შეუძლიათ.
იტვირთბა....