aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბაჩო დოლიძის მეუღლემ ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის მიმდებარედ 2 მილიონიანი სასტუმრო გახსნა – “მეტრონომის” ექსკლუზივი

aviabiletebi
ავიაბილეთები

შპს პრემიერ ჯგუფმა, რომლის დირექტორი და დამფუძნებელი ენმ-ს წევრის ბაჩო დოლიძის მეუღლე, თინათინ დიდავაა, წინანდალში, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის მიმდებარედ ახალი, 2 მილიონიანი სასტუმრო გახსნა – ამის შესახებ “მეტრონომს” ანონიმურმა წყარომ უამბო.

“ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლი ბაჩო დოლიძის მეუღლემ, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის მიმდებარედ 2 მილიონიანი სასტუმრო გახსნა. მაშინ, როდესაც ენმ-ის წევრი ბაჩო დოლიძე, რომელიც ერთხელ უკვე გაემიჯნა სააკაშვილს და სხვა პარტიაში გადავიდა, ხოლო როდესაც იმ პარტიას გაუჭირდა, უკან დაბრუნდა, ივანიშვილის რეჟიმს ებრძვის, მის მეუღლეს აწყობილი ბიზნესი აქვს.

თუ როგორ ხდება ეს, როდესაც ქმარი ამბობს რომ რეჟიმს ებრძვის, ხოლო ცოლს შუაგულ წინანდალში უპრობლემოდ ახსნევინებენ სასტუმროს, ამის შესახებ არავინ საუბრობს” – აცხადებს წყარო “მეტრონომთან” საუბრისას.

დოლიძის მეუღლის კუთვნილმა კომპანიამ: “პრემიერ ჯგუფმა“, წინანდალში, სასტუმრო „შატო წინანდალი“ გახსნა, რომელიც დამსვენებელს 15 იანვრიდან უმასპინძლებს. სასტუმრო თავდაპირველად სატესტო რეჟიმში იმუშავებს, თებერვლიდან კი ოფიციალურად გაიხსნება.

„შატო წინანდალი“ ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე, 3500 კვ.მ. მიწის ფართობზეა განთავსებული და სასტუმროსთან ერთად, ღია საცურაო აუზსა და ღვინის მარანსაც აერთიანებს.

იტვირთბა....