უკრაინის ხელისუფლება საქართველოში ახალ ელჩად ვოლოდიმირ ლუკიანოვის დანიშვნას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას „ფორმულა“ ავრცელებს.
„ფორმულას“ ინფორმაციი, თითქმის ყველა პროცედურა უკვე გავლილია და თბილისში დიპლომატიურ სამსახურს ვოლოდიმირ ლუკიანოვი თებერვლის დასაწყისიდან შეუდგება.
ვოლოდიმირ ლუკიანოვი ამჟამად უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობს და ფინანსურ და ადმინისტრაციულ დეპარტამენტს ხელმძღვანელობს.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოდან ელჩი დროებით 1-ლ მარტს გაიწვია.