ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

თბილისში პოლიციის თანამშრომელი მოკლეს – მკვლელობის ახალი დეტალები

თბილისში სისხლიანი გარჩევა მოხდა. შედეგად, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების მთავარი სამმართველოს უფროსს, ალექსანდრე შეყელაძეს, ცეცხლსასროლი იარაღიდან 6-ჯერ ესროლეს. შემთხვევა დღეს დილით, გამთენიისას მოხდა.

ბრალდებული, გიორგი მღებრიშვილი ახლა ზაჰესში წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული. მას განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა – შენახვა – ტარებას ედავებიან.

როგორც ცნობილი გახდა, მღებრიშვილი შსს-ს ყოფილი თანამშრომელია და ის ამ დრომდე კადრების განკარგულებაში იყო.

გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებულს დაკავებამდე, პირველადი სამედიცინო დათვალიერებით, მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.

მოკლული ალექსანდრე შეყელაძე საცხოვრებელ სახლში რამდენიმე წუთის წინ გადაასვენეს.

წყარო: “მთავარი არხი”

იტვირთბა....