ახალი ამბები მთავარი უკრაინის ომი

“ამასობაში, ჩვენსკენ დაიძრა ჩვენი მეგობრების ჯავშანტექნიკა!” – ბუკა პეტრიაშვილი

პოლიტიკოსი ბუკა პეტრიაშვილი სოციალურ ქსელში ახალ პოსტს აქვეყნებს და წერს:

“აბა დილა მშვიდობისა ჩემო მეგობრებო! #BუკაDეილიNიუსი მოვიდა ცხელი ამბების დასტით!
აუფ გუშინ დღისით აჭყლოპინდა ურდოს პროპაგანძილაბრია, არიქა სოლედარში უკრაინელების დაცვის ზღუდე გავარღვიეთ და ქალაქის ცენტრი ავიღეთო! მძიმე ბრძოლა ნამდვილად იყო და ამ წუთებშიც მიმდინარეობს, მაგრამ!!!!!! გუშინ დღის განმავლობაში დაცხეს და დაცხეს ჩვენებმა დინგში ურდოს შიგ სოლედარში! გამოსწორდა ვითარება! მარილის ქალაქში გაუშვეს მარილზე ასობით ურდოსი!
საერთოდ, ბევრჯერ უნდა გავიმეოროთ და გავიხსენოთ, რომ მითოლოგიური მსოფლიოს მეორე არმია მთელი უკრაინის “გათავისუფლებას” რომ გეგმავდა და კიევის აღებას 3 დღეში, უკვე მერამდენე თვეა კონცენტრირებულია პტრეეე! ბახმუტის ალყაში მოქცევაზე მაინც! დედააა, რა უხარიათ ბახმუტის ნაგავსაყრელზე 100 მეტრით თუ დაწინაურდებიან სულ რამდენიმე საათი!
არ ვაუბრალოვებ მართლა! ჩვენები უდიდეს ფასად იცავენ ბახმუტ-სოლედარის მიმართულებას! მთელი ძალები აქეთ გადმოისროლეს, რომ რამე შედეგი დადონ! ახლა ომის დაწყების წლისთავი იქნება ალბათ სავარაუდ გამოკიდებული თარიღი! გულს კი არ გიკეთებეთ, მაგრამ ეს ომი რუსეთმა უკვე წააგო! ზაპოროჟიეში, ყირიმსა და ხერსონის ოლქში სეეეერიოზულ თავდაცვაში არიან ჩარჭობილები ურდოსები! თანაც დიდის ამბით დაიწყეს წყება-წყება საკუთრი კერძო არმიების შექმნა! პრიგოჟინი, კადიროვი, მილიარდერები (წიმჩენკო და სხვ.) – ყველა ქმნის საკუთარ არმიებს! ფხუკ! დიიიიიდი ჰამბები იქნება ურდოსტანში! მავანი იტყვის, რასაა რომ ბოჟიალობს ეს ბუკადეილინიუსიო, მაგრამ ნახავთ, როცა გავაპანღურებთ უკრაინიდან, შით რუსეთში ვინ ვის როგორ დაერევა! ჰაჰ, მომეწონა “შით რუსეთი” :))))))))))))
ამასობაში, ჩვენსკენ დაიძრა ჩვენი მეგობრების ჯავშანტექნიკა! მოქრის ბრედლი, მოყვება მარდერი! ბულგარეთში დაულანდავთ უკვემც ბრედლები! ეგ ყველაფერი კარგი, მაგრამა….
ტანკები, ტანკები, ტანკები ჩქარააა!
1 წლის წინ ამ დროს ალბათ ყველაზე ოპტიმისტი, იდეალისტი და უდიდესი ფანტაზიის ადამიანიც კი ვერ წარმოიდგენდა, რომ 8 იანვარს უკრაინის შეარაღებაში იქნებოდა პეტრიოტები, ჰაიმარსები, ნასამსები, ირისები, ბრედლები, მარდერები, ცეზარები, ფრანგული ლაითი ბორბალო ტანკები და ასე შემდეგ!
უკრაინა 2023 ში გაიმარჯვებს – საქართველოც გაიხარებს – პუტლერის ბოროტების იმპერია სულ გრუხუნ-გრუხუნით ჩვენს თვალწინ ჩამოინგრევა და განადგურდება!
დიდება უკრაინას!
დიდება გმირებს!
დიდება ერს!
სიკვდილი მტერს!”- წერს პეტრიაშვილი.

იტვირთბა....