ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

მთელი სხეული დანით დაუჩეხა – ახალგაზრდა რადიოწამყვანი შეყვარებულმა სასტიკად მოკლა

მოსკოვში რუსული რადიო ვოლოგდას 34 წლის წამყვანის ანა აზოვსკაიას ცხედარი იპოვეს. როგორც RBC წყაროზე დაყრდნობით იუწყება, ხოცვა-ჟლეტაში ეჭვმიტანილია ვოლოგდას ბიზნესმენი ვლადიმერ მაკლაკოვი.

ტრაგედია 3 იანვარს მოხდა პოლინა ოსიპენკოს ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში, რომელიც დედაქალაქის ჩრდილოეთით მდებარეობს. გამოცემის ცნობით, ეჭვმიტანილი და მოკლული ნაქირავებ ბინაში ერთად ცხოვრობდნენ. წყვილს შორის კონფლიქტი მოხდა და მეზობლებმა ხმაურის გაგონებაზე პოლიცია გამოიძახეს. ადგილზე მისულ სამართალდამცველებს კარის გატეხვა მოუწიათ, მაგრამ შიგნით შესვლისას აზოვსკაია უკვე მოკლული დახვდათ, მისი მეგობარი მამაკაცმა კი გაქცევა ვერ მოასწრო.

რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის მოსკოვის დეპარტამენტის ცნობით, მამაკაცმა ჟურნალისტს დანით 30-მდე ჭრილობა მიაყენა. მკვლელობაში ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია.

წყარო: life.ru

იტვირთბა....