ახალი ამბები მთავარი უკრაინის ომი

გვაქვს ინფორმაცია, რომ რუსეთი გეგმავს ხანგრძლივ თავდასხმას ირანული დრონებით – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ ორშაბათის ღამის ტრადიციულ მიმართვაში რუსეთის მიერ ირანული დრონებით უკრაინის შესაძლო დაბომბვაზე ისაუბრა.

„ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ რუსეთი შაჰედებთან ხანგრძლივ შეტევას გეგმავს. მისი ფსონი შეიძლება იყოს გამოფიტაზე. ჩვენი ხალხის, ჩვენი საჰაერო თავდაცვის, ჩვენი ენერგეტიკული სექსტორის”, – განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინის მთავარი ამოცანაა უზრუნველყოს რუსეთის თვითმფრინავების გეგმების ჩავარდნა. მისი თქმით, 2023 წლის დასაწყისიდან უკრაინის თავზე უკვე 80-ზე მეტი დრონი ჩამოაგდეს.

იტვირთბა....