უკრაინაში მებრძოლი ქართველი ჯარისკაცი, ვანო ნადირაძე სოციალურ ქსელში ახალ პოსტს აქვეყნებს.
„ის რაც ეხლა ხდება და ვხედავთ უკვე იმას რომ ფაქტიურად რუსეთის ტერიტორიაზე გადაინაცვლა ომმა, რა თქმა უნდა არა მარტო უკრაინის გენ.შტაბის და უკრაინის სპეც.სამსახურის დამსახურებაა, აქ რა თქმა უნდა ძალიან დიდი ქვეყნის ჭკვიანი თავებიც მუშაობენ.
აქამდეც ქონდა უკრაინას იმის საშუალება რომ უკრაინის საზღვართან ახლოს მდებარე რუსული ქალაქების კრიტიკული ინფრასტრუქტურა დაებომბა, მაგრამ არ ქნეს იქამდე სანამდის უკრაინული ქალაქების კრიტიკული ინფრასტრუქტურის 90% საჰაერო დაცვის ფარი არ შექმნეს.არ ქნეს იქამდე სანამ ამ დროისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ტერიტორიები არ გაანთავისუფლეს.” მოთმინებითა შენითა მოიპოვე სული შენი”
დღეს უკვე შეიძლება იმის თქმა რომ რუსეთი უკვე შეიყვანეს ისეთ ჩიხში ,რომ ყოველდღიურად აგონიაში მყოფს შეცდომას ,შეცდომაზე დააშვებინებენ პოლიტიკურს და სამხედრო თვალსაზრისით.
მოკლედ ყველაფერი გეგმაზომიერად მიდის და იმ გრაფიკით რაც რუსეთის იმპერიას დაამხობს,
თავის პატრა გუბერნატორიებიანად ( ბორინკა მოემზადე) .
დიდება საქართველოს, დიდება უკრაინას და დიდება იმ ქართველ მეომრებს ვინც ამ გლობალურ ომში თავისუფლებისთვის თავი შესწირეს და არა მარტო უკრაინისთვის და საქართველოსთვის ბრძოლას“ .