თბილისში პოლიციელი დაჭრეს. სამართალდამცველს ვეძისში საკუთარ სახლთან ესროლეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ, თბილისში პოლიციელის დაჭრასთან დაკავშირებით გამოძიება ორი მუხლით დაიწყო.
შაკო ფერაძე რამდენიმე წელია წყნეთის პოლიციის განყოფილებაში მუშობს. დაჭრილი ახლა კლინიკაში იმყოფება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
მომხდარზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს და 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარებას გულისხმობს.