ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

უკრაინამ პოლონეთისგან სტარლინკების ახალი პარტია მიიღო

უკრაინამ პოლონეთისგან სტარლინკის მესამე პარტია მიიღო, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრემიერმინისტრი, დენის შმიგალი Twitter-ზე ავრცელებს.

მისივე ინფორმაციით, სტარლინკები სამედიცინო და ენერგოსექტორების აღსადგენად უკვე გაგზავნილია.

„მადლიერი ვართ პოლონელი ხალხის, მთავრობისა და პრემიერმინისტრის, მატეუშ მორავეცკის, სწრაფი დახმარებისთვის. ჩვენ ვრჩებით კონტაქტზე და ვმუშაობთ ყველაზე რთულ დროსაც, მადლობა ჩვენს მეგობრებს“, – წერს შმიგალი.

ცნობისთვის, მანამდე, ერთი თვით ადრე, პოლონეთმა უკრაინას 1 570 სტარლინკი გაუგზავნა. საერთო ჯამში, ქვეყანამ პოლონეთისგან 10,000-ზე მეტი სტარლინკი მიიღო.

იტვირთბა....