ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პიროტექნიკის არასწორი მოხმარების გამო, დამწვრობის ცენტრში დაშავებულთა რაოდენობამ კიდევ უფრო მოიმატა

ახალი წლის მოახლოებასთან ერთად იზრდება პიროტექნიკის არასწორი მოხმარების შედეგად  დაშავებულთა რიცხვიც.

25 შემთხვევა მხოლოდ ერთ ღამეში – ასეთია ოფიციალური სტატისტიკა. დაშავებული პაციენტები ,,დამწვრობის ცენტრში” გუშინ მოათავსეს. ყველა მათგანი სრულწლოვანია.

პაციენტებს მსუბუქი დაზიანებები ჰქონდათ, თუმცა როგორც ,,დამწვრობის ცენტრის” ხელმძღვანელი, გუგა ქაშიბაძე, ამბობს,  პაციენტების რიცხვი ყოველწლიურად სულ უფრო იზრდება და არსებობს მოლოდინიც, რომ მომდევნო დღეებში მომართვიანობა  კიდევ უფრო მოიმატებს.

 

იტვირთბა....