ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“კი არიან ღირსები და მიღირს, რომ თავდაცვის სამინისტროს წინ გადავისხა ბენზინი” – რა წერილს აქვეყნებს დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობა “ძალა ერთობაშიას” ხელმძღვანელი დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ერთ-ერთი სამხედრო პირის წერილს აზიარებს. როგორც ქაცარავა აღნიშნავს, ეს სამხედრო პირი უკიდურეს მდგომარეობაშია და თავდაცვის სამინისტროს მისი ბედი არ ადარდებს:

“ამ წუთას ვესაუბრე ერთ ღირსეულ, უმაგრეს სამხედროს.

გული მაქვს გასკდომაზე. თან ზუსტად ვიცი, რომ ეს ერთეული, გამონაკლისი შემთხვევა არ არის, უამრავი მოქმედი თუ ყოფილი სამხედრო ესეთ დღეშია.

აზრი აქვს კი თავდაცვის სამინისტროს მონიშვნას? მათ რომ ჰკითხოთ, ყველაფერი ძალიან მაგრად არის…
მის მოწერილს უცვლელად გთავაზობთ….

“მე მაქვს ნალაპარაკები შენთვის ჩემი ისტოორიის შესახებ. 12 წელი ვემსახურე თავდაცვის ძალებს ისე გამწიეს გვერდზე სიმართლის გამო რომ ერთ კაცს არ გავხსენებივარ.ვიღაცეები,რომ ჰყავთ გაფორმებული თავდაცვის ძალებში და არაფერში ამდენ ფულს იღებენ ამ დროს ვეტერანები 100 ლარის ამარა დაგვყარეს.

ვის მივმართო რა მივმართო აღარ ვიცი.100 ლარი ეყიფა ჯუანშერას ნეტა ამ საახალწლოდ??ეგ 100 ლარიც 14 ში ირიცხება.ბავშვს ტკბილეულს ვერ ვყიდულობ ამ ახალწელს თავი როგორ მოვიკლა ამ არაკაცების გამო.ისე კი არიან ღირსები და მიღირს,რომ თავდაცვის სამინისტროს წინ გადავისხა ბენზინი და ჩემს ხარჯზე იქნებ მერე სხვებს მაინც მიაქციონ ყურადღება” – წერს ქაცარავა.

იტვირთბა....