უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 29 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 105 250 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +690]
ტანკი – 3 026 ერთეული [+8]
ჯავშანტექნიკა – 6 059 ერთეული [+12]
საარტილერიო სისტემა – 2 010 ერთეული [+6]
MLRS – 423 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 212 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 283 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 268 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 1 740 ერთეული [+23]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 711 ერთეული [+58]
გემი/ნავი – 16 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 4 683 ერთეული [+8]
სპეცტექნიკა – 180 ერთეული [+1]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გუშინ გავრცელებული მონაცემებით კი, 24 თებერვლიდან 29 დეკემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
354 თვითმფრინავი
194 ვერტმფრენი
2 741 უპილოტო საფრენი აპარატი
399 საზენიტო სარაკეტო სისტემა
7 296 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
953 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
3 742 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
7 810 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.