ახალი ამბები მთავარი უკრაინის ომი

მთავარი სამიზნე კიევი იყო – რა ვითარებაა ამ დროისთვის უკრაინაში

უკრაინაში რუსული აგრესია გრძელდება. გასული დღე-ღამის განმავლობაში საოკუპაციო ძალების მთავარი სამიზნე, ქვეყნის დედაქალაქი იყო. რუსულმა არმიამ, სარაკეტო იერიში კიევის დარნიცის რაიონზე მიიტანა, სადაც კერძო სახლები და საავადმყოფო დაზიანდა. 16 რაკეტა ჰაერსაწინაარმდგეო სისტემამ გაანადგურა. ქალაქის მერის თქმით, რუსეთი ახალი წლის წინა დღეებში უკრაინაში დეპრესიის პროვოცირებას ცდილობს. რუსების სამიზნე, ისევ სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და ქვეყნის ენერგოსისტემაა.

„კიევი მადლობას უხდის პარტნიორებს რომლებმაც ჩვენ რაკეტსაწინააღმდეგო კომპლექსები მოგვაწოდეს. დედაქალაქის მიმართულებით 16 რაკეტა გამოუშვეს ჩვენ ყველა მათგანი გავანადგურეთ, თუმცა ნათ ნაწილები კერძო სახლებს და საავადმყოფოს მოხვდა, 4 ადამიანი დაშავდა. მოსახლეობის 40% ახლაც დენის გარეშეა. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ უახლოეს საათებში ეს პრობლემა მოვაგვაროთ. თუმცა ამ დრომდე ენერგოდეფიციტი გვაქვს. რუსები შობა ახალი წლის წინ ცდილობენ უკრაინელები დეპრესიაში ჩააგდონ, მაგრამ უკრაინელები ამას არ დაუშვებენ. ყველას მიაჩნია, რომ უმჯობესია არ ჰქონდეთ ელექტროენერგია და გათბობა. ვიდგე მეტრს ჩაბარდნენ, უკრაინელები არასოდეს ნებდებიან“, – განაცხადა კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ.

უკრაინულ დაზვერვაში აცხადებენ, რომ საომარი ქმედებები ჩიხში შევიდა, ვინაიდან ვერც უკრაინა და ვერც რუსეთი, საგრძნობ წარმატებას ვერ აღწევს.

იტვირთბა....