უკრაინაში „ქართული ლეგიონის“ ხელმძღვანელი, მამუკა მამულაშვილი ახალ წელთან დაკაშვირებით უკრაინელი ხალხის განწყობაზე საუბრობს.
მისი თქმით, ხალხში დიდი საახალწლო განწყობა არ არის, თუმცა გამარჯვების იმედი ყველას აქვს და მომავალ წელს ეს აუცილებლად მოხდება.
“განწყობა მაინც და მაინც საზეიმო არ არის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ძალიან შემართებით არიან უკრაინელები განწყობილი. ძალიან დიდი იმედი გვაქვს გამარჯვების მალე, სავარაუდოდ გაზაფხულზე და მთლიანად სამოქალაქო პირები, სამხედროები ძალიან მოტივირებულები არიან, განწყობილები არიან საბრძოლველად და უკრაინა ამ ომში ფაქტობრივად უპირობო გამარჯვებული არის უკვე.
იმის მიუხედავად, რომ რუსებმა მაღალი ინტენსივობით დაიწყეს კიევის დაბომბვა და სხვადასხვა ქალაქების, ადგილობრივი მოსახლეობა ძალიან მოტივირებულია და ვერ ვხედავ იმ მომენტს რომ შეშინებულები იყვნენ“, – აცხადებს მამულაშვილი.