aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლა

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს ორბელიანების სასახლეში მიკოლაივის ოლქის, სოფელ ნოვოპეტროვკას ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს უმასპინძლა.

პრეზიდენტმა ბავშვებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა და ვაუჩერებითა თუ ტკბილეულით დაასაჩუქრა.

ბავშვებმა ორბელიანების სასახლე დაათვალიერეს, ასევე დაინტერესდნენ ჩიჩილაკის დამზადების მეთოდით.

გარდა ამისა, საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, თბილისში მცხოვრებ 700-მდე უკრაინელ ბავშვს, რომლებიც 41-ე და 220-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან, საახალწლო სასაჩუქრე ვაუჩერები დაურიგდათ.

აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

იტვირთბა....