ბათუმში, სამშენებლო მასალების ერთ-ერთ ჰიპერმარკეტში, 7 წლის ბავშვს რკინის კარი დაეცა. ამის შესახებ TV25.GE-ის შემთხვევის თვითმხილველებმა უთხრეს.
ჩვენი ინფორმაციით, მოზარდი ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალშია მოთავსებული. მას ტვინის შერყევა აქვს და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.
მშობელმა TV25.GE-ის უთხრა, რომ მცირეწლოვნის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.