ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

დეკანოიძე: ზურაბიშვილს ოცნების წახალისებული ადამიანების მივარდნისგან დაცვა რომ დასჭირდეს – დავიცავ

“ნაციონალური მოძრაობის”  ლიდერი, ხატია დეკანოიძე, სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და წერს, რომ ” ზურაბიშვილს ოცნების წახალისებული ადამიანების მივარდნისგან დაცვა რომ დასჭირდეს – დაიცავს”.

“ოცნების ტროლების პარალელურად, ვხედავ ჩემზე ფიზიკურად გასწორების მოწოდებას, სექსისტურ ბილწსიტყვაობას, რასაც წერენ იმ კაცების პოსტების ქვეშ, ვინც ამას გულგრილად უყურებს. ქალებზე, შესაძლო მომავალ თანაგუნდელებზე ძალადობას ვინც აკვირდება სეირით, მათი ადგილი პარტიის მმართველ რგოლში არ არის.

ამიტომ შემიძლია კიდევ ვთქვა: ზურაბიშვილს ოცნების წახალისებული ადამიანების მივარდნისგან დაცვა რომ დასჭირდეს – დავიცავ.

ვფიქრობ, მასაც ესმის, რომ ამ ჩიხიდან ვეღარ გამოვალთ და ევროპისკენ ვერასდროს წავალთ თუ მიშა ვერ გადარჩა. იმედია” , – წერს დეკანოიძე.

იტვირთბა....