ახალი ამბები ბიზნესი ეკონომიკა მთავარი

ბენზინის რეალიზატორებს “მწვანე ნიშნის” აღება მოუწევთ

 

საქართველოში ნებაყოფლობითი ეკოლოგიური მარკირების სისტემა დაინერგება – ამის შესახებ ცნობილი გარემოს დაცვის მინისტრის გიგლა აგულაშვილსა და „ნავთობპროდუქტების მწარმოებელთა იმპორტიორთა და მომხმარებელთა კავშირის“ წარმომადგენლებს შორის შეხვედრის შემდეგ გახდა.

როგორც გარემოს დაცვის სამინიტროში განმარტავენ, პირველ ეტაპზე დაგეგმილია საავტომობილო საწვავის (ბენზინი, დიზელი) ეკომარკირება, რომლის მიზანანსაც ბაზარზე ეკოლოგიურად სუფთა საწვავის ზრდისა და ნავთობიმპორტიორ კომპანიებს შორის ჯანსაღი კონკურენციის ხელშეწყობა წარმოადგენს.

“გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს ამ ინიციატივაში დაინტერესებული მხარეების აქტიურ ჩართულობას საავტომობილო საწვავის ეკო-მარკის კონკრეტული პარამეტრების განსაზღვრის მიზნით, რომელიც ევრო სტანდარტებს დაეფუძნება”- აცხადებენ სამინიტროში. კომპანიას თუ აქვს სურვილი რომ მიიღოს ე.წ. “მწვანე ნიშანი” მან უნდა მიმართოს გარემოს დაცვის სამინისტროს, ლაბორატორიული სინჯების აღების შემდეგ კი უწყება გასცემს ეტიკეტს”. – აცხადებენ სამინისტროში.

 

 

 

 

იტვირთბა....