ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

იუსტიციის მინისტრთან შეხვედრა გვქონდა მიხეილ სააკაშვილის საქმეზე – გერმანიის ელჩი

იუსტიციის სამინისტროში მინისტრსა და ელჩებს შორის შეხვედრიდან გამოსულმა გერმანიის ელჩმა დაადასტურა, რომ საუბარი მიხეილ სააკაშვილზე იყო.

მედიასთან პეტერ ფიშერს დეტალებზე არ უსაუბრია, თუმცა თქვა, რომ საუბარი შეეხო მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ მიმდინარე პროცესებსა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას.

“იუსტიციის მინისტრთან შეხვედრა გვქონდა მიხეილ სააკაშვილის საქმეზე. ჩვენ განვიხილეთ მიმდინარე პროცესები და ჯანმრთელობის მდგომარეობა, თუმცა დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, – თქვა პეტერ ფიშერმა.

იუსტიციის სამინისტროში შეხვედრას ევროკავშირის წევრი 15 ქვეყნის ელჩები, ასევე აშშ-ის ელჩი ესწრებოდა.

იტვირთბა....