ტელეკომპანია “იმედის“ ცნობით, საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციასთან მიმდინარე აქციის პარალელურად, ათონელის ქუჩაზე მიხეილ სააკაშვილის ყოფილი მეუღლე სანდრა რულოვსი და შვილი ედუარდ სააკაშვილი იმყოფებდნენ.
ტელეკომპანიის ინფორმაციითვე, სააკაშვილმა და რულოვსმა ტერიტორია მალევე დატოვეს.
ცნობისთვის, პრეზიდენტის რეზიდენციასთან აქცია გაიმართა, რომლის მონაწილეები პრეზიდენტს მოუწოდებდნენ, რომ არ შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი. ამის შემდეგ აქციაზე განაცხადეს, რომ სალომე ზურაბიშვილმა მათთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა, რის შემდეგაც აქციის მონაწილეებმა რეზიდენციის შესასვლელთან გადაინაცვლეს. მათი ნაწილი რეზიდენციის ეზოში შევიდა, სადაც მათ პრეზიდენტმა მიმართა.