„ქართული ოცნების“ წევრი, გია ვოლსკი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოწამვლის საკითხს გამოეხმაურა.
მისი თქმით, განცახდებები, რომ სააკაშვილი მოწამლეს, მოწამლა რუსეთმა, მოწამლა პუტინმა, გამოყენებულია ცნობილი მომწამვლავი ნივთიერება, არის სპეკულაცია და ვინც ამას დღეს ლაპარაკობს, არის თაღლითი.
„განცხადებები, რომლებიც ადრე არ იყო აქტუალური და უცებ გააკეთა ყველა მის გარესემო მყოფმა ადამიანმა, მიუთითებს იმაზე, რომ თაღლითობის რაღაც ახალი ეტაპი დაიგეგმა. თუკი სასამართლო მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას, ეს უნდა მოხდეს არა იმის საფუძველზე გაპარსულია თუ გაუპარსავია, თმებდავარცხნილია, დაუვარცხნელი თუ მოუვლელლია, ზოგადად, კონკრეტული პატიმარი, არამედ რამდენად კომპეტენტურია სამედიცინო ექსპერტების დასკვნა იმასთან დაკავშირებით, რომ სააკაშვილის ვერ გადარჩება, ჩვენი სამედიცინო სისტემა არ ვარგა და ვერ მიხედავს მის ჯანმრთელობას და მის სიცოცხლეს. ასეთი მონაცემები არ არსებობს. იგი მოწამლეს, მოწამლა რუსეთმა, მოწამლა პუტინმა, გამოყენებულია ცნობილი მომწამვლავი ნივთიერება, ამის არანაირი საფუძველი არ არსებობს და ვინც ამას დღეს ლაპარაკობს, არის თაღლითი“ , – განაცხადა ვოლსკიმ.