ახალი ამბები მთავარი უკრაინის ომი

ოკუპანტებმა კიდევ ერთი სამშობიარო დაბომბეს – კლინიკაში მშობიარეები იმყოფებოდნენ

რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის საავადმყოფოს სამშობიარო განყოფილება დაბომბეს. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს და აღნიშნავს, რომ შედეგად არავინ დაშავებულა.

პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე, კირილო ტიმოშენკო წერს, რომ საავადმყოფოში 5 პაციენტი იმყოფება.

“ხერსონი. რუსებმა ცეცხლი გაუხსნეს სამშობიარო განყოფილებას, დაბომბეს ადგილი, სადაც დღეს ორი ბავშვი დაიბადა.შეტევამდე ექიმებმა საკეისრო კვეთის გაკეთება მოახერხეს. მშობიარობის შემდეგ დაწესებულებაში ხუთი ქალი იმყოფება”, – წერს ტიმოშენკო.

იტვირთბა....