პრეზიდენტის გადადგომის შესახებ მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საკოორდინაციო საბჭო დროებით მთავრობას შექმნის – აღნიშნულის შესახებ რუსულ საინფორმაციო სააგენტო TASS-ს აფხაზეთის ე.წ. „ოპოზიციის“ ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, თემურ გულიამ განუცხადა.
“თუ პრეზიდენტი საღამომდე არ გადადგება, საკოორდინაციო საბჭოსგან მოვაწყობთ დროებით მთავრობას, მოვუწოდებთ ყველა საჯარო მოხელეს მუშაობისკენ, უზრუნველვყოფთ სამუშაო პირობებს და გავაკონტროლებთ საჯარო მმართველობის პროცესს“ – განაცხადა გულიამ.