არჩევნები ახალი ამბები მთავარი

თსუ-ს რექტორის ერთკაციან არჩევნებში ჯაბა სამუშიამ გაიმარჯვა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ და არასრულმა პროფესურამ რექტორად ჯაბა სამუშია აირჩია.
სამუშია არჩევნებზე რეგისტრირებული ერთადერთი კანდიდატი იყო.

არჩევნები პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა. “მაისის სტუდენტური მოძრაობა” რექტორის არჩევის წესს აპროტესტებს და ამბობს, რომ ის არადემოკრატიულია. სტუდენტებმა გუშინ იმ აუდიტორიის კარის გადაკეტვა სცადეს, სადაც არჩევნები უნდა ჩაატარონ, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

შეგახსენებთ, გიორგი შარვაშიძემ 7 ოქტომბერს აკადემიურ საბჭოს გადადგომის მოთხოვნით მიმართა.
13 ოქტომბერს კი ცნობილი გახდა, რომ სამუშია ერთადერთია, რომელმაც რექტორობაზე განაცხადი შეიტანა.

იტვირთბა....