„ჩვენ გვჯერა რომ ჩვენი ცრემლები შეიცვლება ბედნიერებით, უიმედობას მოჰყვება იმედი და სიკვდილს სიცოცხლე დაამარცხებს“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი „ფეისბუკზე“ წერს.
„ჩვენ გავუძელით ომის დასაწყისს, ჩვენ გავუძელით თავდასხმებს, დაშინებებს, ბირთვულ შანტაჟს, ტერორს, სარაკეტო დარტყმებს. ამ ზამთარსაც გადავიტანთ. რადგან ჩვენ ვიცით რისთვის ვიბრძვით. ჩვენ ეკლების გავლით წინ მივდივართ ვარსკვლავებისკენ, ცოდნით თუ რა გველის გზის ბოლოს. ჩვენ გვჯერა რომ ჩვენი ცრემლები შეიცვლება ბედნიერებით, უიმედობას მოჰყვება იმედი და სიკვდილს სიცოცხლე დაამარცხებს“, – წერს უკრაინის პრეზიდენტი.