უკრაინაში ბახმუტთან ბრძოლაში დაიღუპა პოპულარული ვიდეოთამაშ Stalker-ის ერთ-ერთი ავტორი ვოლოდიმირ ეჟოვი
ამის შესახებ ინფორმაციას დაღუპულის ძმა ფეისბუკზე ავრცელებს
„ჩემი ძმა, ორი შვილის მამა, ერთგული მეგობარი, გულწრფელი გულით, გარდაიცვალა უკრაინის დაცვისას. ის ამბობდა, რომ ჩვენი შვილების ბედნიერი მომავალი ყალიბდება უკრაინელი ხალხის ბრძოლით. იმედი მაქვს უკეთეს სამყაროში მოხვდი ძმაო“
ეჟოვის გარეგნობის მიხედვით იყო შექმნილი თამაშის ერთ-ერთი პერსონაჟი ლოკი.