უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩევლმა, მიხაილო პოდოლიაკმა რუსული სამხედროებისა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის შესახებ ისაუბრა.
მისი თქმით, პუტინი საკუთარ ილუზიურ სამყაროში ცხოვრობს და არ ესმის უკრაინაში დაწყებული ომით გამოწვეული ვითარება.
„მათ ესმით, რომ საქმეები გეგმის მიხედვით არ მიდის. ეს გასაგებია. სამხედროებს კი, პირველ რიგში, ესმით, რომ რეალურად მათი ქვეყანა გაძარცვულია. მათ ესმით, რომ მსოფლიოს მეორე არმია და სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი, რომლისაც ყველას უნდა ეშინოდეს, არ არსებობს. მათ ესმით, რომ უკრაინაზე თავდასხმა ნამდვილად არ იყო საჭირო, რადგან ეს არის ქვეყანა, რომელიც აუცილებლად დაასრულებს ამ ომს და ეს იქნება ის, რაც მათ აბსოლუტურად არ მოეწონებათ“, – აღნიშნა პოდოლიაკმა.
მისი თქმით, რუსებს ეს ქვეცნობიერის დონეზე ესმით. თუმცა არის რაღაცეები, რაც რუსეთის ფედერაციის მოსახლეობას საერთოდ არ ესმის. „მათ არ ესმით, რომ სასჯელის გარდაუვალობა არის ცივილიზაციის, როგორც ასეთის არსებობის მთავარი ელემენტი.
პუტინი არის ადამიანი – ყველაზე ცინიკური, რომელსაც აბსოლუტურად ესმის, რასაც აკეთებს. მას აბსოლუტურად ესმის, რომ ის რეჟიმია, ის არის მშიშარა, როგორც ნებისმიერი მშიშარა დაკომპლექსებული ადამიანი. ის ძალიან კარგად ხვდება, როცა ვინმეს ზიანს აყენებს, რადგან მისი აზროვნების არსია ზიანი მიაყენოს ვინმეს. ამ შემთხვევაში, მისთვის არ არსებობს უკრაინაზე უფრო საზარელი სიძულვილის ობიექტი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პარამეტრია”, – განაცხადა პოდოლიაკი.