ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

არაეფექტური სანქციების ნაცვლად, ირანული იარაღის ქარხნების ლიკვიდაცია და მომწოდებლების დაპატიმრება უნდა დაიწყოს – პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველის, მიხაილო პოდოლიაკის თქმით, საერთაშორისო საზოგადოებამ, ირანის წინააღმდეგ არაეფექტური სანქციების დაწესების ნაცვლად, ირანის იარაღის მწარმოებელი ქარხნების ლიკვიდაცია და მომწოდებლების დაპატიმრება უნდა დაიწყოს.

“ირანი, რომელიც გეგმავს რუსეთისთვის რაკეტების, დრონების მიწოდების გაზრდას, უხეშად ამცირებს საერთაშორისო სანქციების ინსტიტუტს. მნიშვნელოვანია არაეფექტურ სანქციებზე, გაერო-ს უმოქმედო რეზოლუციების კონცეფციაზე უარის თქმა და უფრო გამანადგურებელ ინსტრუმენტებზე გადასვლა, როგორიცაა ქარხნების ლიკვიდაცია და მომწოდებლების დაპატიმრება,” – წერს პოდოლიაკი.

იტვირთბა....