საფრანგეთში პოლიციასა და ქურთების თემის წევრებს შორის შეტაკებები მოხდა. ქურთების თემის წარმომადგენლები სამართალდამცველებს მას შემდეგ დაუპირისპირდნენ, რაც პარიზის ცენტრში გასროლის დროს მათი თემის 3 წევრი მოკლეს. შემთხვევა გუშინ მოხდა.
Reuters -ის ცნობით, დემონსტრანტებმა პარიზში რამდენიმე მანქანა ამოატრიალეს. დედაქალაქში, რესპუბლიკის მოედნის ტერიტორიაზე, ხანძარიც გაჩნდა. დაპირისპირების შედეგად, დაშავებულია ათობით ადამიანი, ჩამტვრეულია მაღაზიისა და სავაჭრო ცენტრების ვიტრინები.
დემონსტრანტებმა ჭურვები ესროლეს პოლიციას, რომელმაც საპასუხოდ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.