ჯანმრთელობის მდგომარეობა არის ცუდი. ახლა, ძალიან ხშირად ახველებდა. დიაგნოზებში ერთ-ერთი ლატენტური ტუბერკულოზიც არის, რომელიც ხელს ვერ ახლებენ იმიტომ, რომ თვითონ მკურნალობაა ისეთი აგრესიული ფორმის, რომ [მედიკოსების თქმით] შეიძლება ვერ გადაიტანოს, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ ჟურნალისტებს „ვივამედთან“ განუცხადა.
ამასთან, ალასანია მიიჩნევს, რომ სამართალი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელი მისვლას კლინიკაში აზრი არ აქვს.
„რაც შეეხება იმ გამომძიებელს, სიმპათიური ადამიანი მოდის, უკვე მერამდენედ ვნახე, მაგრამ რა აზრი აქვს?! სამხარაული ექსპერტიზის ბიუროს ჩამონათვალი აქვს – რას იკვლევენ და რას ვერ იკვლევენ და ბოლოს უწერიათ, რომ მძიმე მეტალებს ვერ იკვლევენ. მაშინ, რისთვის მოდის გამომძიებელი? მძიმე მეტალებზეა საუბარი, რა აზრი აქვს ამ სიმპათიური ადამიანის სიარულს, არ ვიცი“, – აცხადებს გიული ალსანია.