უკრაინის გენშტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 24 დეკემბრამდე პერიოდს.
გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:
- ჯარისკაცი – დაახლოებით 101 430;
- ტანკი – 3 006;
- ჯავშანტექნიკა – 5 994;
- საარტილერიო სისტემა -1 988;
- სარაკეტო სისტემა – 418;
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 212;
- თვითმფრინავები – 283;
- ვერტმფრენი – 267;
- ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 1 706;
- საკრუიზო რაკეტები – 653;
- საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 4 627;
- გემი/ნავი/კატარღა – 16;
- სპეციალური აღჭურვილობა – 178.