ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სააკაშვილის გადაყვანის მოთხოვნით, ორბელიანების სასახლესთან უწყვეტი აქციები დაიწყო

დღეიდან, ათონელის რეზიდენციასთან, მიხეილ სააკაშვილის გადასარჩენად უწყვეტი საპროტესტო აქციები იწყება. ორბელიანების სასახლესთან ენმ-ს წარმომადგენლები, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები და ოჯახის წევრები შეიკრიბნენ.

მთავარი მოთხოვნა, მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანაა.

აქციის ორგანიზატორი, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობის კანდიდატი, გიორგი მუმლაძეა. მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტს შეუძლია, საქართველოს მესამე პრეზიდენტის სიცოცხლე გადაარჩინოს.

აქციაზე მიხეილ სააკაშვილის ძმა, დავით სააკაშვილი იმყოფება. ის იმედს გამოთქვამს, რომ სალომე ზურაბიშვილი კეთილგონიერებასა და ჰუმანურობას გამოიჩენს და გადადგამს იმ ნაბიჯს, რაც მიხეილ სააკაშვილის საშუალებას მისცემს, რომ მკურნალობა სპეციალიზებულ კლინიკაში გააგრძელოს.

პარალელურად ათონელის რეზიდენციასთან სამართალდამცველების სრული მობილიზებაა.

იტვირთბა....