ახალი ამბები მთავარი სამართალი

გვარამიას საქმესთან დაკავშირებით თავიდანვე არსებობდა გარკვეული კითხვები დროსა და ბრალდებებთან დაკავშირებით – დეგნანი

[su_quote]ბატონი გვარამიას საქმესთან დაკავშირებით თავიდანვე არსებობდა გარკვეული კითხვები დროსა და ბრალდებებთან დაკავშირებით, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება მთავარი დამოუკიდებელი მედია საშუალების ხელმძღვანელს.

ეს იყო ჩვენი კომენტარი დასაწყისიდანვე, მათ შორის როდესაც განაჩენი, არაპროპორციულად მკაცრი განაჩენი, იქნა გამოტანილი ასეთი ბრალდებებისთვისაც კი. ამიტომ, მგონია რომ ასეთი კითხვები გრძელდება და რჩება ასეთ ძალიან პოლარიზებულ გარემოში, სადაც მედიის სივრცეს ავიწროებენ.

კიდევ ერთხელ, საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შერჩევითი დევნისა და პოლიტიკური ნიშნით დევნის ნებისმიერი კითხვები გაქრეს და დარწმუნებული იყოს, რომ ჟურნალისტებს არ ეშინიათ საკუთარი საქმის კეთება. უბრალოდ ძალიან მნიშვნელოვანია მტკიცე მედია გარემოს არსებობა, მათ შორის საქართველოშიც[/su_quote]

ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

იტვირთბა....