ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ჯანმრთელობის გაუარესების გამო, თემურ ჯანაშიამ შიმშილობა შეწყვიტა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თემურ ჯანაშიამ შიმშილობა შეწყვიტა. დეპუტატმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც თავი შეუძლოდ იგრძნო და მდგომარეობის შესაფასებლად პარლამენტში სასწრაფო გამოიძახეს.

ჯანაშიას ექიმებმა შიმშილობის შეწყვეტის რეკომენდაცია მისცეს და ის რეაბილიტაციას სახლში, სპეციალური კვების რეჟიმით გაივლის.

რაც შეეხება კიდევ ერთ მოშიმშილე დეპუტატს, ანა წითლიძეს, პარტიაში აცხადებენ, რომ ექიმების რჩევის მიუხედავად ის შიმშილობას განაგრძობს.

დავით კირკიტაძე კი, რომელმაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო შიმშილობა დღეს დილით შეწყვიტა, „ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, კლინიკაში კიდევ რამდენიმე დღით დარჩება.

იტვირთბა....