ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ივანიშვილი პასუხისმგებლობას ვერ აიცილებს” – გახარია ბიძინას ღიად დაუპირისპირდა

ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტია “საქართველოსთვის” ლიდერი გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილს უკვე ღიად დაუპირისპირდა. მან ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელ “ტვიტერში” გამოაქვეყნა პოსტი, სადაც წერია, რომ თუ საქართველო ევროინტეგრაციის შესაძლებლობას ვერ გამოიყენებს, ეს იქნება ივანიშვილის პასუხისმგებლობა, რომელიც პოლიტიკიდან იმიტომ წავიდა, რომ პოლიტიკაში დარჩენილიყო:

“იმ შემთხვევაში, თუ საქართველო ვერ გამოიყენებს ევროინტეგრაციის პროცესის რამდენიმე ათწლეულით დაჩქარების შესაძლებლობას, რომელიც მიმდინარე გეოპოლიტიკური ვითარების შედეგად შეიქმნა, ივანიშვილი, რომელმაც თქვა, რომ მიდიოდა პოლიტიკიდან, მხოლოდ იმისთვის, რომ პოლიტიკაში დარჩენილიყო, ვერ აიცილებს პასუხისმგებლობას, რადგან პასუხისმგებლობა იქნება პერსონიფიცირებული!” – წერს გიორგი გახარია ტვიტერზე.

იტვირთბა....