ახალი ამბები მთავარი სამართალი

„ბირჟა მაფიას“ საქმე: გიორგი ქებურიას 4-წლიანი დავა საერთო სასამართლოებში მისი გამარჯვებით დასრულდა

„ბირჟა მაფიის“ საქმეზე საქართველოს უზენაესმა სასამართლოს ადმინისტრაციულმა პალატამ გადაწყვეტილება გიორგი ქებურიას სასარგებლოდ მიიღო, – ამის შესახებ განცხადებას ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ ავრცელებს.

ორგანიზაციის ინფორმაციით, გიორგი ქებურიას მოთხოვნა, რომ საქართველოს გენერალურ პროკრატურას აენაზღაურებინა მისთვის მიყენებული მორალური და მატერიალური ზიანი, დაკმაყოფილდა.

„საერთო სასამართლოებში „ბირჟა მაფიის“ საქმეზე გიორგი ქებურიას 4-წლიანი დავა მისი გამარჯვებით დასრულდა. დავის ფარგლებში იგი საქართველოს გენერალური პროკურატურისგან მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვდა, რაც დაკმაყოფილდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულმა პალატამ ძალაში დატოვა ამავე საქმეზე სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქართველოს გენერალურ პროკურატურას გიორგი ქებურიას სასარგებლოდ, უკანონო დაკავების, უკანონო პატიმრობისა და სისხლისსამართლებრივი დევნის გამო მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურების სახით 24 140 ლარის გადახდა დააკისრა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ქებურია ე.წ „ბირჟა მაფიის“ საქმეზე 2017 წლის 7 ივნისს დააკავეს. პროკურატურა ქებურიას ნარკოტიკული დანაშაულის ჩადენას ედავებოდა, რის გამოც აღკვეთის ღონისძიების სახით გიორგი ქებურიამ წინასწარ პატიმრობაში 4 დღე გაატარა, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში, უვადო პატიმრობა ემუქრებოდა. ქებურიას წინააღმდეგ სისხლის სამართებრივი დევნა 2017 წლის 15 დეკემბერს თავად პრკურატურის ინიციატივით შეწყდა დანაშაულის ნიშნების არ არსებობის გამო. უზენაესი სასამართლოს განჩინებით კიდევ ერთხელ დადგინდა მისი დაკავების, პატიმრობის და მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის უკანონობა“, – წერს საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა.

იტვირთბა....