ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

შიმშილობის მე-9 დღეს, თემურ ჯანაშია შეუძლოდ გახდა – პარლამენტში სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი თემურ ჯანაშია შიმშილობის მე-9 დღეს შეუძლოდ გახდა, რის გამოც პარლამენტში სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს. მედიკოსები მოშიმშილე დეპუტატს დამატებით ანალიზებს აუღებენ.

ენმ-ს კიდევ ერთი მოშიმშილე წევრი დავით კირკიტაძე საავადმყოფოში გუშინ გადაიყვანეს. მას, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, შიმშლობის შეწყვეტა მოუწია. კირკიტაძე ამ დრომდე საავადმყოფოში, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ დარჩება.

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით, “ნაციონალური მოძრაობის” ოთხმა წევრმა პარლამენტში შიმშილობა 15 დეკემბერს დაიწყო.

იტვირთბა....